20 ივნისი, 2016

გამოცხადდეს საქართველოში რუსთაველის დღე!

1shota2016 წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო წელია. “ვეფხისტყაოსანის” ავტორის 850 წლის იუბილე გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და იუნესკოს ყურადღებაც მიიპყრო.

რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, მწერალი და პოეტი დავით შემოქმედელი ინიციატივით გამოდის და საქართველოს მოსახლეობას რუსთაველის დღის დაწესების ინიციატივით მიმართავს.

დავით შემოქმედელი:

“რუსთაველის დღე – ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღე!

საჯარო კითხვის ტრადიცია საქართველოში არ არსებობს. უცხოეთში ეს საკმაოდ მიღებული გამოცდილებაა.

გერმანიაში გოეთე დღეების დროს – გოეთეს კითხვა, ინგლისში – შექსპირის, შოტლანდიაში – ბერნსის, რუსეთში – პუშკინის და ასე შემდეგ. ამ ტრადიციით ისინი თავიანთ უპირველეს გენიოსებს აცოცხლებენ და პოპულარიზაციას უწევენ.

მოდით, დავნერგოთ ტრადიცია და გაზაფხულობით ყოველი წლის 20 აპრილი გამოცხადდეს რუსთაველის დღედ -,,ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღედ!”