30 ივნისი, 2016

ქართველი არტისტები ქველმოქმედებისთვის

giorgi-losaberidze140-ზე მეტი ქართველი არტისტი ქველმოქმედებისთვის ერთიანდება.

26 წლის ფეხბურთელის, გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

გიორგიმ თავის მძიმე ტრავმა ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო. მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რის გამოც გიორგის საზოგადოების დახმარება და თანადგომა სჭირდება.

პირველ ივლისს თიბისი გალერეაში საკუთარ ნამუშევრებს გასაყიდად გამოიტანენ დედა სიდონია, ქეთი მატაბელი, ოლეგ ტიმჩენკო, ანტონ ბალანჩივაძე, როკო ირემაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, ქეთი დავლიანიძე, თუთუ კილაძე, გიორგი ჩხეიძე, მაია სუმბაძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, კახაბერ ტატიშვილი, მაკა ბატიაშვილი, ლია შველიძე, ცისია კილაძე, ანდრია დოლიძე, თამუნა ჩიქოვანი, კახი ერაძე, მაკა თავამაიშვილი, ირაკლი სუთიძე, ლევან ხარანაული, მიშა გოგრიჭიანი, კოკო ცხვედიანი, ნიკო ცეცხლაძე, გურამ წიბახაშვილი, ზურა გომელაური, ნოდარ ბადურაშვილი, ირაკლი სუთიძე, ნუგზარ მანჯაფარაშვილი, გურამ თიკანაძე, ვანო აბულაძე, თენგიზ მირზაშვილი, გიკა მირზაშვილი, იურა ბერიშვილი, მიშა შენგელია, ნათია კლდიაშვილი, ლაშა კინწურაშვილი, მაია ქველიძე, ბუბა არაბული და სხვები.

გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად თიბისი ბანკში სპეციალური ანგარიში გაიხსნა:

სს თიბისი ბანკი
GE10TB7009026365100063
ეკატერინე გილაშვილი-ლოსაბერიძე (გიორგი ლოსაბერიძის დედა)