ჭდე: ზურა გეწაძე

ზურა ყიფშიძის ტრიუმფი ისრაელში

კინომსახიობთა თეატრი ბეერ შევას ფესტივალზე მაყურებლის წინაშე ზურა გეწაძის სპექტაკლით “მეფე ლირი” წარსდგა, სადაც მთავარ როლს ზურა ყიფშიძე ასრულებს. როგორც მოსალოდნელი იყო, სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ქართველებმა ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს ისრაელის მაცხოვრებლებს. სპექტაკლთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებს მანანა დუმბაძე გვიზიარებს: “ვამბობდი, ბეერ შევა დიდი თეატრალური ზეიმის მომსწრე გახდება-მეთქი და ასეც მოხდა და კიდევ უფრო მეტიც. ვინც […]

ზურა ყიფშიძე საუკეთესოდ დასახელდა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ზურა ყიფშიძე საუკეთესოდ დასახელდა. თეატრისა და კინოს მსახიობს საუკეთესო მსახიობის ტიტული მიენიჭა. ეს ჯილდო ზურა ყიფშიძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თეატრში დაბრუნებისა და ახალი როლისთვის მიიღო. რეჟისორმა ზურა გეწაძემ კინომსახიობთა თეატრში უილიამ შექსპირის “მეფე ლირი” დადგა, სადაც მთავარი – მეფე ლირის როლი – ზურა ყიფშიძემ შეასრულა. სპექტაკლმა მაყურებელში დიდი ინტერესი […]

ქეთი დოლიძე თეატრების კანონს ეხმაურება

კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ქეთი დოლიძე ზურა გეწაძის მიერ თეატრის შესახებ კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება: “ერთადერთი კომენტარი მაქვს, რადგან მე და ზურა ძალიან კარგად ვმუშაობდით და ვმუშაობთ და ვიმუშავებთ ერთად… სწორედ ნაცებმა შემოიღეს და გადმოიღეს მმართველის კანონი ერთადერთი მიზნით: რობერტ სტურუა რომ მოეშორებინათ! ზუსტად რომ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გადაკეთდა ეს კანონი. მერე, […]

ზურა გეწაძე: “ამოვწურე ჩემი თავი!”

მსახიობი და რეჟისორი, კინომსახიობთა თეატრის დირექტორი ზურა გეწაძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას აკეთებს: “ჩემო მეგობრებო, იმისათვის, რომ ყველასათვის გასაგები იყოს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ვაკეთებ მოკლე განმარტებას: დიდი ხანია ვფიქრობ გადავდგა ეს ნაბიჯი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თავს ვიკავებდი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაც მმართველად, ხოლო შემდეგ დირექტორად ვმუშაობ, არ დამიშურებია ძალა, ენერგია და ნერვები იმისათვის, […]

ზურა გეწაძე კინომსახიობთა თეატრიდან წავიდა

მსახიობი და რეჟისორი, კინომსახიობთა თეატრის დირექტორი ზურა გეწაძე დაკავებული თანამდებობიდან წავიდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორმა დავით საყვარელიძემ გაავრცელა: “ჩემმა მეგობარმა ზურა გეწაძემ განცხადება დაწერა. იგი დატოვებს კინომსახიობთა თეატრის დირექტორის პოსტს. WELCOME TO CLUB!!! ზურა, ძალიან კარგად მესმის შენი!!! ეხლა უკვე თეატრის მართვის მაგარი ცოდნა გაქვს, რომელიც პრაქტიკით და დიდი გამოცდილებითაა მიღებული. მეამაყება, რომ მაგარი […]