Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზურა გეწაძე: “ამოვწურე ჩემი თავი!”

18 იანვარი, 2015

zura-gec5მსახიობი და რეჟისორი, კინომსახიობთა თეატრის დირექტორი ზურა გეწაძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას აკეთებს:

“ჩემო მეგობრებო, იმისათვის, რომ ყველასათვის გასაგები იყოს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ვაკეთებ მოკლე განმარტებას:

დიდი ხანია ვფიქრობ გადავდგა ეს ნაბიჯი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თავს ვიკავებდი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაც მმართველად, ხოლო შემდეგ დირექტორად ვმუშაობ, არ დამიშურებია ძალა, ენერგია და ნერვები იმისათვის, რომ ჩვენს თეატრში ყველაფერი მაღალ დონეზე ყოფილიყო. ხან გამომდიოდა, ხან არა. თავიდანვე ვამბობდი, რომ მმართველის თანამდებობაზე ჩემი მოღვაწეობა დროებითია, ვიმუშავებ სანამ საორგანიზაციო საკითხებს არ დავალაგებ–მეთქი. ჩემი აზრით ამ თანამდებობაზე ამოვწურე ჩემი თავი, მეტის გაკეთება აღარ შემიძლია, აღარ მაინტერესებს ფინანსები, იურიდიული თუ სხვა ტექნიკური საკითხები. ძალიან დიდი სურვილი მაქვს დავდგა ბევრი სპექტაკლი და ჩემი დრო და ენერგია შემოქმედებას მივუძღვნა.

გთხოვთ, ჩემს ამ გადაწყვეტილებას სხვა მიზეზებს ნუ დაუკავშირებთ.

თეატრიდან არ მივდივარ, სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქ-ნ ქეთისთან შეთანხმებით, სეზონის ბოლომდე შევასრულებ დირექტორის მოვალეობას, მერე კი დავრჩები თეატრში და აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას გავაგრძელებ.

პატივისცემით, ზურაბ გეწაძე”