15 მარტი, 2015

ქეთი დოლიძე თეატრების კანონს ეხმაურება

ketti7კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ქეთი დოლიძე ზურა გეწაძის მიერ თეატრის შესახებ კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება:

“ერთადერთი კომენტარი მაქვს, რადგან მე და ზურა ძალიან კარგად ვმუშაობდით და ვმუშაობთ და ვიმუშავებთ ერთად… სწორედ ნაცებმა შემოიღეს და გადმოიღეს მმართველის კანონი ერთადერთი მიზნით: რობერტ სტურუა რომ მოეშორებინათ! ზუსტად რომ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გადაკეთდა ეს კანონი. მერე, პოლიტიკური და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მომხსნეს მე და მერე რობერტ სტურუა!!!! არაფერი არ არის დღეს პოლიტიზირებული…

თუ სამხატვრო ხელმძღვანელი არ ივარგებს და დასს არ ენდომება, ვერცერთ სამხატვრო ხელმძღვანელს ძალათი ვერც ერთი მინისტრი ვერ გააჩერებს. თუ ჩემი დასი უარს მეტყვის, არც ერთი დღე არ გავჩერდები ამ თანამდებობაზე. ჩვენი თეატრი იმითაა კიდევ გამორჩეული რომ პრაქტიკულად მსახიობები მართავენ პროცესებს და არასდროს მათთან კონფლიქტში არ შევსულვარ… რა თქმა უნდა, ვიღაც კმაყოფილი იქნება, ვირაც არა… ყველა მსახიობს მუდმივად უნდა სცენაზე დგომა და მთავარი როლი. ეს ბუნებრივია, მაგრამ დედამიწის ზურგზე ასეთი რამ არსად ხდება, რომ ყველას ერთნაირი სამუშაო ქონდეს მუდმივად…

რაც შეეხება ლაშა ჩხარტიშვილის და მისი გუნდის კვლევას, მე ის არ მიმაჩნია სრულყოფილად, არ ვიცი, რა მექანიზმით იკვლევდნენ, მაგრამ როდესაც ყოველ სპექტაკლზე არაჩვეულებრივი დასწრებაა და მაყურებელი მადლობას გვიხდის, რატომ აღმოვჩნდით თითქმის ბოლო ადგილას? ჩვენც გვაქვს უფლება ბევრი რამ არ მოგვწონდეს…. თეატრს კი პიროვნება სჭირდება და არა მარტო ბუღალტერი, რომელიც ჩვენ თეატრში ძალიან კარგი გვყავს…”