წითელი ზონა

“მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს თუ არა უფლება…”

მიხეილ მდინარაძე: ,,დაანებეთ თავი ქართული მუსიკის უზურპაციას!"

კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე როგორც მოქალაქე საკუთარ უფლებებში გარკვევას ცდილობს და სახალხოდ სვამს კითხვას, რომელზეც პასუხს ელოდება. მიხეილ მდინარაძე: “მაინტერესებს, მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს თუ არა უფლება, იმ უამრავ ტელე პროექტს შორის, რომლებიც სხვადასხვა ტელე მაუწყებლების ეთერში გადის, მოვითხოვო ერთი გადაცემა მაინც, რომელიც ჩემს პროფესიულ ინტერესს დააკმაყოფილებს?! საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორედ ის სივრცეა, სადაც ყველა კატეგორიის მაყურებლის […]

გია ყანჩელი დუმილს არღვევს

"გია ყანჩელს უფლება წავართვათ ატაროს კომპოზიტორის სახელი!“

– ჩემი უკვე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე თავს ვარიდებდი მონაწილეობა მიმეღო მრავალრიცხოვან დაპირისპირებებში, რომლებიც ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან დღემდე, თან ახლავს ჩვენს ორად გახლეჩილ საზოგადოებას, – აცხადებს კომპოზიტორი გია ყანჩელი. უცხოეთში მცხოვრები ხელოვანი ეხმაურება საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენებს და გადაცემების “უცნობი მუსიკა” და “წითელი ზონა” დახურვას აპროტესტებს. ამ თემებისადმი მიძღვნილ გია ყანჩელის წერილს “უცნობი მუსიკის” წამყვანი […]

“წითელი ზონა” დახურეს?

გოგი გვახარიას მიმართვა ქართველ არტისტებს

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის განვითარების ხედვა წარმოადგინა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველ არხზე არსებული გადაცემები იხურება. დახურულ გადაცემათა ჩამონათვალში მოხვდა გადაცემა “წითელი ზონაც”. გადაცემის ავტორმა გოგი გვახარიამ ამ თემასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა: “კვაზისააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს გვახარიამ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა რომ ამ შაბათს “წითელი ზონის” ბოლო გადაცემა გადის. რაც სიცრუეა – […]