Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს თუ არა უფლება…”

"მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს თუ არა უფლება..."კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე როგორც მოქალაქე საკუთარ უფლებებში გარკვევას ცდილობს და სახალხოდ სვამს კითხვას, რომელზეც პასუხს ელოდება.

მიხეილ მდინარაძე:

“მაინტერესებს, მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს თუ არა უფლება, იმ უამრავ ტელე პროექტს შორის, რომლებიც სხვადასხვა ტელე მაუწყებლების ეთერში გადის, მოვითხოვო ერთი გადაცემა მაინც, რომელიც ჩემს პროფესიულ ინტერესს დააკმაყოფილებს?!

საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორედ ის სივრცეა, სადაც ყველა კატეგორიის მაყურებლის ინტერესი უნდა იყოს დაკმაყოფილებული. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება საზმაუს პროექტების ხარისხის დეფინიტორი ისეთი მდგენელი იყოს, როგორიცაა რეიტინგი. ბუნებრივია, “უცნობი მუსიკა” ვერ იქნება ისეთი პოპულარული ამ კრიტერიუმის მიხედვით, როგორც მაგალითად სხვა კომერციული მაუწყებლების სპეციალურად ამ კონკრეტული მდგენელის ასამაღლებლად შექმნილი პროექტები.

2 გადაცემაა რომელსაც ვუყურებ “წითელი ზონა” და “უცნობი მუსიკა”. ესეც თუ არ იქნა, მოვისვრი ტელევიზორს საერთოდ. რა ოხრად მინდა, ადგილს იკავებს ტყუილად.”