ჭდე: თემო არაბიძე

თემო არაბიძე: “უფსკრულთან ვდგავარ!”

თემო არაბიძე: "უფსკრულთან ვდგავარ!"

“ნიჭიერის” გამარჯვებული თემო არაბიძე საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს: “გამარჯობა პატივცემულებო, არ ვიცი უნდა დავწერო თუ არა?! ბევრს ჰგონია, ძალიან ბევრი ფული მაქვს, არ ვიცი რატომ. მოკლედ, სასწრაფოდ მჭირდება სამსახური იმისთვის, რომ ჩემი 27 კვადრატი ბინა არ დავკარგო, რადგან მომავალი თვიდან ვეღარ შევძლებ გადახდას. დიახ, ბევრი ვიბრძოლე, ვიომე, გავიმარჯვე, მაგრამ ბევრჯერაც დავმარცხდი, მაგრამ კიდევ წამოვდექი, მაგრამ ეხლა […]

თემო არაბიძის არაჩვეულებრივი როკ ენ როლი

თემო არაბიძის არაჩვეულებრივი როკ ენ როლი

თემო არაბიძის გამოსვლა “ნიჭიერში” და მისი გამარჯვება მაყურებელს დღემდე ახსოვს. ეტლით მოსარგებლე ბიჭმა თავისი საცეკვაო ნომრებით დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მოხიბლა ფართო აუდიტორია და ფინალშიც გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. თემო ცეკვას ახლაც აგრძელებს, ქორწილში მიწვეულმა როკ ენ როლი შეასრულა და სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

თემო არაბიძე საავადმყოფოშია

თემო არაბიძე საავადმყოფოშია

“ნიჭიერის” ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებული, პარამოცეკვავე თემო არაბიძე საავადმყოფოში მოხვდა. თემოს ოპერაცია დასჭირდა, რომელმაც რთულად ჩაიარა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ის პალატაში გადაიყვანეს.

თემო არაბიძე საავადმყოფოში მოხვდა

სახალხო პროექტის “ნიჭიერი” გამარჯვებული თემო არაბიძე საავადმყოფოში მოხვდა. მოცეკვავე, რომელსაც სრულიად საქართველომ ნდობა გამოუცხადა და “ნიჭიერის” გამარჯვებულის ტიტული მიანიჭა, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში წევს. თემოს ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთდა. მდგომარეობა ცოტა გართულდა, თუმცა ახლა მოცეკვავე თავს კარგად გრძნობს. როგორც თემომ განაცხადა, ოპერაცია იმისთვის გაიკეთა, რომ თავისი საყვარელი საქმე აკეთოს და ცეკვა შეძლოს.

“ვინ უნდა შეცვალოს გარემო, რომ მსგავსი ფაქტი სხვა ეტლით მოსარგებლეს არ შეხვდეს?!”

– ვინ უნდა შეცვალოს გარემო, რომ მსგავსი ფაქტი სხვა ეტლით მოსაგებლეს არ შეხვდეს?! – კითხულობს “ნიჭიერის” გამარჯვებული მოცეკვავე თემო არაბიძე და თავს გადამხდარ ამბავს ფართო საზოგადოებას უყვება. თემო არაბიძე: “თავისუფლების მოედანზე გადავდიოდი გზაზე, სადაც ყველა ავტომობილმა გზა დამითმო. სანამ გზის გადაკვეთას დავასრულებდი, მერსედესის მარკის ავტომობილიდან ხელების შლით მანიშნებდა მძღოლი რაღაცას. მივედი და ვკითხე რა ხდება? […]

თემო არაბიძე ავარიაში მოყვა

“ნიჭიერის” მეხუთე სეზონის გამარჯვებული თემო არაბიძე ავარიაში მოყვა. ეს ავტოსაგზაო შემთხვევა თემოსთვის მეორეა. პირველი შემთხვევა თემოსთვის მძიმე შედეგით დასრულდა, ის ეტლში აღმოჩნდა. მეორე ავარია თერჯოლაში, მის უბანში მოხდა. თემო არაბიძე: “მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მდომარეობა გაიზიარა! ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლაში ჩემს უბანში! სადაც უფლის წყალობით გადავრჩი, ამ ყველაფრისათვის მადლობა უფალს!!! მიუხედავად ჩემი დიდი […]