28 მარტი, 2016

თემო არაბიძე ავარიაში მოყვა

temo-arabidze1“ნიჭიერის” მეხუთე სეზონის გამარჯვებული თემო არაბიძე ავარიაში მოყვა. ეს ავტოსაგზაო შემთხვევა თემოსთვის მეორეა. პირველი შემთხვევა თემოსთვის მძიმე შედეგით დასრულდა, ის ეტლში აღმოჩნდა. მეორე ავარია თერჯოლაში, მის უბანში მოხდა.

თემო არაბიძე:

“მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მდომარეობა გაიზიარა! ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლაში ჩემს უბანში! სადაც უფლის წყალობით გადავრჩი, ამ ყველაფრისათვის მადლობა უფალს!!!

მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, არ მაქვს მართვის მოწმობა, რადგან სახელმწიფოს არ გააჩნია ადაპტირებული ავტომობილი შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის, მართალია კანონის დარღვევით და სრული საგზაო მოძრაობის წესების დაცვით ვმოძრაობდი. საღამოს, ჩემს უბანში, დაახლოებით 10 კმ-სთ სიჩქარით. ვკვეთდი თანაბარმნიშვნელოვანი გზების გზაჯვარედინს რის შედეგადაც მარჯვენა მხრიდან მოხდა ჩემს ავტომობილზე შეჯახება.

ადგილზე მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი.თერჯოლის გამომძიებელის ბ/ნ ზურაბ ფოფხაძის შეფასებით ბ/ნ ბორია რიჟამაძის ავტომობილი მოძრაობდა აღმართში, დასახლებულ პუნქტში საგზაო მოძრაობის წესების დაცვით, შეჯახების დროს არაუმეტეს 40 კმ-სთ სიჩქარით, რომელიც მომიახლოვდა მარჯვნიდან როდესაც ვკვეთავდი გზაჯვარედინს, დარტყმის შედეგად, რამდენიმე ტრიალის შემდეგ მანქანა ცით დაეცა ასფალტს და 20 მეტრის მანძილზე დაახლოებით 3-4-ჯერ ამოტრიალდა.

ამ ყველაფრის გამოძიების შემდეგ ბ/ნ ზურაბ ფოფხაძემ სრული კანონის და ადგილზე შესწავლილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება! დამაკისრა 2000 ლარი, ვინაიდან არ მქონდა ავტომობილის მართვის უფლება, ასევე ჩემი ავტომობილი იყო ჩემი მეგობრის სახელზე, შესაბამისად ჯარიმის ნახევარი მას დაეკისრა. ჯარიმასთან და მართვის მოწმობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მე ვმართავდი ავტომობილს სრული საგზაო მოძრაობის წესების დაცვით, მაგრამ არ გამაჩნია შესაბამისი დოკუმენტაცია.

ამ ყველაფრით სარგებლობს ბ. რიჟამაძე და ითხოვს ავტომობილის შეკეთებას, 250 ლარი ჯარიმა და 300 ლარი ავტომობილის შეკეთებას. სავარაუდოდ შეიძლება საჩივარი შეტანილი აქვს!
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბ/რიჟამაძეს ერგო გამამართლებელი განაჩენი, რომელიც მოძრაობდა 40 კმ საათი სიჩქარით ჩემთან შეჯახების დროს! 250 ლარიანი ჯარიმა ერგო მხოლოდ იმიტომ, რომ მან საგზაო შემთხვევის დროს დატოვა შემთხვევის ადგილი თავისი კუთვნილი ავტომობილით, ამის გარდა, იყო ბევრი დეტალი რომელზედაც გამომძიებელმა არ მიიღო შესაბამისი ზომები. თუნდაც ის, რომ ის მოძრაობდა შუქების გარეშე როდესაც ხილვადობა იყო ძალიან დაბალი.

ყველაზე გამაღიზიანებელ და უსამართლო შეგრძნებას მიტოვებს ის, რომ რომც მქონოდა მართვის მოწმობა, მაინც დამნაშავე ვიყავი, რადგან თურმე მე გაუსვი რიჟამაძის მანქანას.

იხილეთ ფოტო, სადაც 40 კილომეტრი საათი სიჩქარით დამარტყა ავტომობილმა! ამ შემთხვევაში არის თუ არა სამართალიანი თერჯოლის პოლიციის გამომძიებლის ბ/ნ ზურაბ ფოფხაძის ზემოთ ხსენებული დასკვნა!!!

temo1

პ.ს. ავარიამდე, რამდენიმე დღით ადრე, სიზმარში დედა ვნახე. მეგონა ცხადში ხდებოდა ეს ყველაფერი! ღიმილიანი სახით მითხრა, “იცოდე ყველაფერი კარგად იქნება”, რაღაც უცნაურად დავითრგუნე და წმინდა გიორგის სალოცავზე წავედით მე და ჩემი მეგობარი, ეტლიდან ჩამოვედი, გოგნის წმინდა გიორგის სალოცავს ჩოქვით შემოვუარე, ამ ტაძარს საოცარი ძალა აქვს, სწორედ უფლის მადლით გადავრჩი ამ სასწაულებრივად მძიმე ავარიას! დაბრკოლებებზე გამარჯვებები უფალმა მაჩუქა! და დღეს დედაჩემი გმირია!”