3 მარტი, 2020

თემო არაბიძე: “უფსკრულთან ვდგავარ!”

თემო არაბიძე: "უფსკრულთან ვდგავარ!"“ნიჭიერის” გამარჯვებული თემო არაბიძე საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს:

“გამარჯობა პატივცემულებო, არ ვიცი უნდა დავწერო თუ არა?! ბევრს ჰგონია, ძალიან ბევრი ფული მაქვს, არ ვიცი რატომ.

მოკლედ, სასწრაფოდ მჭირდება სამსახური იმისთვის, რომ ჩემი 27 კვადრატი ბინა არ დავკარგო, რადგან მომავალი თვიდან ვეღარ შევძლებ გადახდას.

დიახ, ბევრი ვიბრძოლე, ვიომე, გავიმარჯვე, მაგრამ ბევრჯერაც დავმარცხდი, მაგრამ კიდევ წამოვდექი, მაგრამ ეხლა პირდაპირი გაგებით უფსკრულთან ვდგავარ და ეს იმ უფსკრულს არ ჰგავს, საიდანაც გადავარდი და ამოვედი.

უბრალოდ, სამსახური მჭირდება, რომლითაც გამოვიხსნი ჩემს 27 კვადრატ ბინას. თუ ვინმეს გაქვთ, იცით ვაკანსია სადმე კომპანიაში, პირადში მომწერეთ.”