ჭდე: სულიკო ჟღენტი

დოდო აბაშიძე – ქართული კინოს რაინდი

დოდო აბაშიძე - ქართული კინოს რაინდი

მსახიობი დოდო აბაშიძე მაყურებელს მარტო მისი ნიჭის გამო კი არ უყვარს, არამედ იმ უშუალობისთვის და გულწრფელობისთვის, რომელსაც ეკრანიდანაც კი იგრძნობდით. სცენარისტი სულიკო ჟღენტი მასში ყველაზე მეტად რაინდობას აფასებდა და შუასაუკუნეებისდარ პატრიარქალურ რაინდს უწოდებდა: “დოდო რაინდია. დიახ, სწორედ შუასაუკუნეებისდარი პატრიარქალური რაინდი. მას სხვა ვერაფერს შევადარებ. ამის დასტურად მისი ცხოვრებიდან მრავალი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ერთხელ მოსკოვში გვიან […]

იცით ვინ იყო გოდერძი მახარაშვილის პროტოტიპი?

იცით ვინ იყო გოდერძი მახარაშვილის პროტოტიპი?

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რეზო ჩხეიძემ თავისი გენიალური ფილმი “ჯარისკაცის მამა” რეალურ ამბავზე გადაიღო. ფილმის სცენარის ავტორი კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია, რომელიც ომში წავიდა, მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში მოათავსეს. სწორედ სულიკო ჟღენტია გოდერძი მახარაშვილის პროტოტიპი, რომელიც თავისი გმირისგან განსხვავებით, ომიდან ცოცხალი დაბრუნდა. ომის წლებს სულიკო ჟღენტი ასე იხსენებდა: „ვფიქრობდი, აი, სკოლას დავამთავრებ, სტუდენტი გავხდები და […]

ნახეთ ფილმის “ღიმილის ბიჭები” უცნობი ფოტოები

ღიმილის ბიჭები

ბეთხოვენა, თემური, ნათელა, ბეთხოვენა, ბოლოკა, ლევანი, ბაადური, მალხაზი, შალიკო – ეს ქართული მხატვრული ფილმის “ღიმილის ბიჭები” გმირები არიან. ფილმი რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით გადაიღო. ”ღიმილის ბიჭები” თბილისელ ბიჭებზეა, რომლებიც სკოლის მერხიდან პირდაპირ მეორე მსოფლიო ომში მოხვდებიან. რეზო ჩხეიძის ფილმში მონაწილეობენ ლეილა ყიფიანი, თაზო თოლორაია, კახა ქორიძე, ნუგზარ ბაგრატიონი, მიხო ბორაშვილი, გოჩა ლომაია, თემურ ბაბლუანი, […]

როგორ გადაურჩა “ჯარისკაცის მამა” განადგურებას

ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ფილმი “ჯარისკაცის მამა” სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით გადაიღო. ფილმი, რომელიც რეჟისორის შემოქმედების სავიზიტო ბარათად იქცა, რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. სულიკო ჟღენტი ხშირად ყვებოდა, რომ 16 წლის ასაკში ომში მოხალისედ წავიდა, სადაც შეხვდა ბოდბისხეველ გლეხს გიორგი მახარაშვილს. იგი ასაკის მიუხედავად, ფრონტის წინა ხაზზე დაღლილ ახალგაზრდა ჯარისკაცებთან ერთად იდგა და […]