11 ივლისი, 2021

სიმართლე სულიკო ჟღენტისგან

დრამატურგ სულიკო ჟღენტის ჩანაწერებში არაერთი საყურადღებო და მნიშვნელოვანი წერილია.

“არტ ინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ მცირე ამონარიდს, რომელიც 1998 წლით არის დათარიღებული:

“ვამბობთ, კომუნისტურმა პარტიამ დაგვღუპა და დაგვაქციაო. 70 წელიწადს რკინის ფარდით სულს გვიხუთავდა, გვძარცვავდა, გვხოცავდა, გვამწარებდაო.

ახლა ეს პარტია აღარ არსებობს, მაგრამ კომუნისტებმა არ უნდა აგონ პასუხი? ეს იგივეა, ვადანაშაულებდეთ ბანდას, რომელიც ათასგვარი დანაშაული ჩაიდინა, ბანდის წევრებს, ბანდიტებს კი, თავი ისე უჭირავთ, თითქოსდა, არაფერ შუაში იყვნენ.

პირიქით, მაღალ-მაღალ თანამდებობებზე არიან წამოსკუპულნი… სანამ ხალხი ყველას თავისას არ მიუზღვავს, ქვეყანას სიმშვიდე და ბედნიერება არ ეღირსება!”