7 აპრილი, 2022

სულიკო ჟღენტი თავისუფლებაზე

კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტი თავის ჩანაწერებში, რომლებიც 1998 წლით თარიღდება, თავისუფლებაზე წერდა:

“მიზანი მიღწეულია – სახელი გაუტყდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ იდეას. ხალხმა მიიხედ-მოიხედა და იმედგაცრუებულმა თავის თავს ჰკითხა: ღირდა კი ამისთვის ბრძოლა?

როგორ უნდა აუხსნა ყველას, რომ ეს, რა თქმა უნდა, არაა თავისუფლება. ამისთვის, რა თქმა უნდა, არ ღირდა ბრძოლა და არც არავინ იბრძოდა ამისთვის.

გადამწყვეტ მომენტში, როცა ნამდვილ თავისუფლებამდე, სულ ცოტა იყო დარჩენილი, ქვეყნის სათავეში გააღწიეს იმ ძალებმა, რომლებიც ამ 73 წლის წინათ გაყიდეს სამშობლოს ინტერესები – კოლაბორაციონისტებმა.”