ნიკოლოზ ნამორაძე

შეუდარებელი ნიკოლოზ ნამორაძის კონცერტი წინანდალში

შეუდარებელი ნიკოლოზ ნამორაძის კონცერტი წინანდალში

პიანისტის და კომპოზიტორის ნიკოლოზ ნამორაძის წარმატებებით კლასიკური მუსიკის მოყვარულები აქტიურად ინტერესდებიან. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 25 სექტემბერს 17 საათზე ყველას აძლევს შანსს დაესწროს ამ უნიჭიერესი მუსიკოსის კონცერტს. წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პიანისტი და კომპოზიტორი ნიკოლოზ ნამორაძე კონცერტს გამართავს. ულამაზეს სახლ-მუზეუმში ნიკოლოზი მსმენელს შესთავაზებს თავის მეექვსე ეტიუდს და ბახისა და სკრიაბინის ნაწარმოებებს. პიანისტთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული […]

პიანისტმა ნიკოლოზ ნამორაძემ 100.000 დოლარი მოიგო

პიანისტმა ნიკოლოზ ნამორაძემ 100.000 დოლარი მოიგო

26 წლის ქართველმა პიანისტმა ნიკოლოზ ნამორაძემ ჰონენსის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში გაიმარჯვა და 100.000 დოლარი მოიგო. ფინალში ქართველ პიანისტთან ერთად მოხვდნენ ტაივანელი ჰან ჩენი და ამერიკელი ლეველინ სანჩეს-ვერნერი. ჰან ჩენს 10.000 დოლარი გადაეცა, ლევენილ სანჩეს ვერნერს კი – 5.000 დოლარი. ნიკოლოზ ნამორაძე საფორტეპიანო ხელოვნებას ბუდაპეშტში, ვენაში და ფლორენციაში ეუფლებოდა, რაც ნიუ იორკში ჯულიარდის სკოლაში სწავლით დაგვირგვინდა.