პიანისტმა ნიკოლოზ ნამორაძემ 100.000 დოლარი მოიგო

პიანისტმა ნიკოლოზ ნამორაძემ 100.000 დოლარი მოიგო26 წლის ქართველმა პიანისტმა ნიკოლოზ ნამორაძემ ჰონენსის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში გაიმარჯვა და 100.000 დოლარი მოიგო.

ფინალში ქართველ პიანისტთან ერთად მოხვდნენ ტაივანელი ჰან ჩენი და ამერიკელი ლეველინ სანჩეს-ვერნერი. ჰან ჩენს 10.000 დოლარი გადაეცა, ლევენილ სანჩეს ვერნერს კი – 5.000 დოლარი.

ნიკოლოზ ნამორაძე საფორტეპიანო ხელოვნებას ბუდაპეშტში, ვენაში და ფლორენციაში ეუფლებოდა, რაც ნიუ იორკში ჯულიარდის სკოლაში სწავლით დაგვირგვინდა.