24 სექტემბერი, 2019

შეუდარებელი ნიკოლოზ ნამორაძის კონცერტი წინანდალში

შეუდარებელი ნიკოლოზ ნამორაძის კონცერტი წინანდალშიპიანისტის და კომპოზიტორის ნიკოლოზ ნამორაძის წარმატებებით კლასიკური მუსიკის მოყვარულები აქტიურად ინტერესდებიან.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 25 სექტემბერს 17 საათზე ყველას აძლევს შანსს დაესწროს ამ უნიჭიერესი მუსიკოსის კონცერტს.

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პიანისტი და კომპოზიტორი ნიკოლოზ ნამორაძე კონცერტს გამართავს. ულამაზეს სახლ-მუზეუმში ნიკოლოზი მსმენელს შესთავაზებს თავის მეექვსე ეტიუდს და ბახისა და სკრიაბინის ნაწარმოებებს.

პიანისტთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის კალგარის „ჰონენსის“ 2018 წლის გამარჯვებული ქართველი ხელოვანი კრიტიკოსთა შეფასებით „მგრძნობიარე და ფერადოვანი“, „უბრალოდ ბრწყინვალე“ და „შეუდარებელია“.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის კონსერვატორიის და თელავის თეატრის სალაროებში, ასევე ონლაინ www.biletebi.ge

ფესტივალის წარმომდგენი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალის ორგანიზატორი: სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.

მხარდამჭერები: წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, საავტორო სტუდია, სასტუმროები „ალაზნის ველი“, „თელა“ და „ერეკლე II“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „კულტურა +“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო ერთი, საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანიები ”იმედი” და ARTAREA.