ნიკოლოზ ლაგვილავა

ნიკოლოზ ლაგვილავა: “ერთი თხოვნა მექნება”

ნიკოლოზ ლაგვილავა კრიტიკოსების რჩეულია

ოპერის მომღერალი ნიკოლოზ ლაგვილავა თხოვნით მიმართავს ყველას, რომ არ ვატკინოთ გული ერთმანეთს: “ერთი თხოვნა მექნება, ამ ერთ დროს ქვეყანას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და გაგიკვირდებათ და ძალიან გვიყვარს, თუ ვინმე იცნობს მსოფლიოში და პატივს სცემს, დიდი დამსახურებაა ქართველი ხელოვანების, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ რომ საკუთარი ქვეყანა ასახელონ და გააცნონ დედამიწას, ასევე საქართველოში მოღვაწე ხელოვანებს, რომლებიც თითქმის […]

ნიკოლოზ ლაგვილავა კრიტიკოსების რჩეულია

ნიკოლოზ ლაგვილავა კრიტიკოსების რჩეულია

ოპერის მომღერალი, ბარიტონი ნიკოლოზ ლაგვილავა კრიტიკოსების რჩეული გახდა. ის საუკეთესო მომღერლად დაასახელეს. წლის საუკეთესო სპექტაკლად გერმანიის ქალაქ ესენის საოპერო თეატრში კრიტიკოსების მიერ დასახელდა სპექტაკლი “ოტელო”, საუკეთესო რეჟისორად – რონალდ შვაბი, საუკეთესო მომღერლად კი – ნიკოლოზ ლაგვილავა ჯუზეპე ვერდის “ოტელოში” შესრულებული იაგოს როლისთვის.

გულბათ ტორაძე გარდაიცვალა

გულბათ ტორაძე გარდაიცვალა

ცნობილი მუსიკისმცოდნე, ხელოვნების ქურუმი, არაერთი წიგნის ავტორი, კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესიორი გულბათ ტორაძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ოპერის მომღერალმა ნიკოლოზ ლაგვილავამ გაავრცელა: “ძალიან ბევრი კომპლიმენტი და გულშემატკივრობა მახსოვს მისგან. თავის საქმის მცოდნე, მრავალი რამის მომსწრე და შემფასებილი, ყველასათვის საყვარელი ბატონი გულბათი. ნათელში ამყოფოს ღმერთმა…”

“რა მარაზმია ეს?” – ხელოვანები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

"რა მარაზმია ეს?" - ხელოვანები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

სპეცრაზმმა თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხელოვანები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. პეტრე კოლხი, პოეტი: “კვირაზე მეტია კლუბურ ნარკოტიკზე ვწერ… კვირაზე მეტია ჩვენი ქალაქი მკვდართა საცხოვრებელს დაემსგავსა… რამდენი ახალგაზრდა შეიწირა ვიღაცის ინტერესით გავრცელებულმა საწამლავმა… იცი რა გამახსენდა?! ცხენს ვერ მოერივნენ და უნაგირს ამტვრევდნენო… თუ სათავეში იქნებიან ამ ყველაფრის რეჟისორები, […]

ცისანა ტატიშვილი გარდაიცვალა

ცისანა ტატიშვილი გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი ოპერის მომღერალი, სოპრანო ცისანა ტატიშვილი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ოპერის მომღერალმა ნიკოლოზ ლაგვილავამ გაავრცელა: “გარდაიცვალა ქალბატონი ცისანა ტატიშვილი, ლეგენდარული ხმა და მომღერალი… ნათელში ამყოფოს ღმერთმა.” ცისანა ტატიშვილი 38 წელი იყო ზაქარია ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის პრიმადონა. სხვადასხვა დროს მღეროდა მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგში მარიას თეატრის, ვილნიუსის, […]

ფრანკო ძეფირელის დადგმა თბილისის ოპერაში

ფრანკო ძეფირელის დადგმა თბილისის ოპერაში

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე კლასიკური ხელოვნების მოყვარულებს არაერთ სიურპრიზს სთავაზობს. ერთ-ერთი სიახლე თბილისის ოპერის თეატრის სოლისტმა ნიკოლოზ ლაგვილავამ უკვე გააჟღერა – თბილისის ოპერაში მსოფლიოში აღიარებული იტალიელი რეჟისორის, 94 წლის ფრანკო ძეფირელის “აიდა” იქნება წარმოდგენილი. ნიკოლოზ ლაგვილავა: “გენიალური ფრანკო ძეფირელის დადგმა ”აიდა” თბილისის ოპერაში… მიმდინარეობს მზადება… ძალიან სასიხარულო […]

“უგემოვნო, სუსტი, გოიმური… სამარცხვინოა!”

"უგემოვნო, სუსტი, გოიმური... სამარცხვინოა!"

“ასეთი უგემოვნო, სუსტი, გოიმური, კიჩის ყველაზე უფრო რადიკალური ფორმის ნიმუშები ერთად თავმოყრილი დიდი ხანია არ მინახავს, თან როცა ზარ-ზეიმით აღინიშნება და ღია ცის ქვეშ მოურიდებლად იფინება,” – ასე ეხმაურება ამერიკაში მოღვაწე ახალგაზრდა მხატვარი ლევან სონღულაშვილი შეკვეთილში მუსიკოსების პარკის გახსნას. ბლექ სი არენას მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილ მუსიკოსების პარკში ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ძეგლებია განთავსებული, სადაც მათი […]

ქართველი ბარიტონის ტრიუმფი დიდ თეატრში

ქართველი ბარიტონის ტრიუმფი დიდ თეატრში

მოსკოვის დიდ თეატრში სეზონი ჟორჟ ბიზეს ოპერით “კარმენი” დაიხურა, რომელშიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ნიკოლოზ ლაგვილავა მონაწილეობდა. დიდ თეატრში ქართველი ბარიტონი მაყვალა ქასრაშვილმა მიიწვია. როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერას დიდი წარმატება ხვდა წილად. ქართველი ბარიტონის ბრწყინვალე გამოსვლა ესკამილიოს არიით დამსწრე საზოგადოებამ მქუხარე ოვაციებით დააჯილდოვა. ნიკოლოზ ლაგვილავა ცნობილი საოპერო მომღერლის რევაზ ლაგვილავას შვილია. ის მამის […]

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყაზახეთში გალაკონცერტით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყაზახეთში გალაკონცერტით აღინიშნება

29 მაისს ყაზახეთში ასტანას ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური პროფესიული თეატრის სოლისტები: სოპრანო მაყვალა ასპანიძე, მეცოსოპრანო თეა დემურიშვილი, ტუნორი თეიმურაზ გუგუშვილი, ბარიტონი ნიკოლოზ ლაგვილავა, ბანი ლეგი იმედაშვილი. ასევე ასტანის ოპერის ორკესტრი, გუნდი და სოლისტები სოპრანო […]

“გალობანი სინანულისანი” – პრემიერა ჯანსუღ კახიძის ცენტრში

დავით აღმაშენებლის ეს ძეგლი დაიდგას ბათუმის ცენტრში!

8 თებერვალს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი პრემიერა გაიმართება. შესრულდება შავლეგ შილაკაძის ორატორია “გალობანი სინანულისანი”, რომელშიც მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ ლაგვილავა – ბარიტონი, ზურაბ ყიფშიძე – დეკლამატორი, ვაჟთა გუნდი, ხელმძღვანელი – გივი მუნჯიშვილი, დირიჟორი – შავლეგ შილაკაძე. საპრემიერო საღამოზე დასასწრები ბილეთის ფასი 3-10 ლარია.