24 მარტი, 2021

ნიკოლოზ ლაგვილავა: “ერთი თხოვნა მექნება”

ოპერის მომღერალი ნიკოლოზ ლაგვილავა თხოვნით მიმართავს ყველას, რომ არ ვატკინოთ გული ერთმანეთს:

“ერთი თხოვნა მექნება, ამ ერთ დროს ქვეყანას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და გაგიკვირდებათ და ძალიან გვიყვარს, თუ ვინმე იცნობს მსოფლიოში და პატივს სცემს, დიდი დამსახურებაა ქართველი ხელოვანების, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ რომ საკუთარი ქვეყანა ასახელონ და გააცნონ დედამიწას, ასევე საქართველოში მოღვაწე ხელოვანებს, რომლებიც თითქმის ენთუზიამზზე ემსახურებიან საკუთარ საქმეს თავიანთი ნიჭით და პროფესიონალიზმით… ნუ ვატკენთ ამ ადამიანებს გულებს.

გაითვალისწინეთ, რომ ხელოვანი და შემოქმედი ადამიანი დაუმორჩილებელი და ბობოქარია (ეს ავადსახსენებელი რეპრესიების დროს ყველაზე კარგად გამოჩნდა). ნუ გავიმეორებთ წარსულის დამღუპველ შეცდომებს…

ამ გახსენებაზე… არტურო ტოსკანინი მუსოლინის თეატრში ერთი ლოჟიდან მეორე ლოჟაში მკვლელს მოღალატეს და გათახსირებულს ეძახდა… დუჩემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტოსკანინი ამერიკაში წასულიყო და დახვრეტას გადაარჩინა… ეს ისე, ისე… ძალიან დიდი მადლობა ყურდღებისათვის!”