27 აგვისტო, 2023

ნიკოლოზ ლაგვილავას უდიდესი წარმატება სანტიაგოში

nikoloz-lagvil.jpgბარიტონმა ნიკოლოზ ლაგვილავამ სანტიაგოში ნამდვილი ფურორი მოახდინა.

ოპერის ქართველმა მომღერალმა მონაწილეობა მიიღო ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოში”, სადაც მთავარი პარტია იმღერა და დამსწრე საზოგადოების მქუხარე აპლოდისმენტები და ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა.

სანტიაგოს თეატრში წარმოდგენილმა სამივე სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა.