ბარიტონმა ნიკოლოზ ლაგვილავამ სანტიაგოში ნამდვილი ფურორი მოახდინა.
ოპერის ქართველმა მომღერალმა მონაწილეობა მიიღო ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოში”, სადაც მთავარი პარტია იმღერა და დამსწრე საზოგადოების მქუხარე აპლოდისმენტები და ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა.
გაიხსენეთ:
სანტიაგოს თეატრში წარმოდგენილმა სამივე სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა.
