მწვანე მუშტი

კულტურის სტრატეგიის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა

კულტურის სტრატეგიის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა

“თბილისი მარიოტში” კულტურის სტრატეგიის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. მოძრაობა „მწვანე მუშტის” წარმომადგენლები სასტუმროს წინ შეიკრიბნენ და პლაკატებითა და საყვირებით გამოხატეს საკუთარი პროტესტი. მოძრაობა „მწვანე მუშტის” წარმომადგენლებმა კულტურის სამინისტროს პოლიტიკას გააპროტესტეს და საყდრისის გადარჩენა მოითხოვეს. მათი თქმით, კულტურის სამინისტრო არაფერს აკეთებს იმ ძეგლების დასაცავად, რომელზეც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უნდა იზრუნოს.

შეაჩერე საყდრისის ნგრევა!

შეაჩერე საყდრისის ნგრევა!

29 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება სახელწოდებით “შეაჩერე საყდრისის ნგრევა – კულტურის, გარემოსა და სოციალური სამართლიანობის დაცვისათვის. აქცია თსუ-დან დაიწყება და რუსთაველის გამზირის გავლით მთავრობის კანცელარიასთან დასრულდება. “მოძრაობა “მწვანე მუშტი” მოუწოდებს საზოგადოებას ჩაერთოს ბრძოლაში საყდრისის, ადგილობრივი მოსახლეობისა და საკუთარი უფლებებისათვის! ჩვენი მოძრაობა არ განიხილავს საყდრისის არქეოლოგიურ ოქროს მაღაროს მხოლოდ ძეგლთა დაცვითი თვალსაზრისით, რადგან პრობლემა კომპლექსურია და […]