30 იანვარი, 2015

კულტურის სტრატეგიის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა

sss2“თბილისი მარიოტში” კულტურის სტრატეგიის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.

მოძრაობა „მწვანე მუშტის” წარმომადგენლები სასტუმროს წინ შეიკრიბნენ და პლაკატებითა და საყვირებით გამოხატეს საკუთარი პროტესტი.

მოძრაობა „მწვანე მუშტის” წარმომადგენლებმა კულტურის სამინისტროს პოლიტიკას გააპროტესტეს და საყდრისის გადარჩენა მოითხოვეს. მათი თქმით, კულტურის სამინისტრო არაფერს აკეთებს იმ ძეგლების დასაცავად, რომელზეც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უნდა იზრუნოს.