ჭდე: მრავალჟამიერი

მოუსმინეთ კახი კავსაძის განუმეორებელ “მრავალჟამიერს”

მოუსმინეთ კახი კავსაძის განუმეორებელ "მრავალჟამიერს"

მსახიობ კახი კავსაძის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ქართულ ხალხურ სიმღერას უჭირავს. იგი მღერის ყველგან, სადაც ქართული ფოლკლორის მოყვარულები იკრიბებიან. გამონაკლისი არც თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი აღმოჩნდა, სადაც კახი კავსაძეს პატარა მომღერლებთან ერთად “მრავალჟამიერი” ექსპრომტად შეასრულა.

“მრავალჟამიერი” 600 მომღერლის შესრულებით

"მრავალჟამიერი" 600 ქართველის შესრულებით

“მრავალჟამიერი” ქართული სიმღერების მარგალიტია. შეუძლებელია ამ სიმღერას ემოციის გარეშე მოუსმინო, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც “მრავალჟამიერს” 600 მომღერალი ასრულებს. ასეთი უპრეცედენტო ფაქტი თბილისში მოხდა, სხვადასხვა ბავშვთა ანსამბლების გაერთიანებით 600 მომღერლი შეიკრიბა და ერთობლივი “მრავალჟამიერიც” შესრულდა.

ენიო მორიკონეს ასისტენტმა ქართველი მომღერლები იტალიაში მიიწვია

ენიო მორიკონეს ასისტენტმა ქართველი მომღერლები იტალიაში მიიწვია

ლეგენდარული კომპოზიტორის ენიო მორიკონეს მუსიკალური ასისტენტი სტეფანო კუჩი იმდენად მოიხიბლა “მრავალჟამიერით”, რომ ქართველი მომღერლები იტალიაში ფესტივალზე მიიწვია. ფიქრია გვენეტაძე: “ენიო მორიკონეს მუსიკალურმა ასისტენტმა ბატონმა სტეფანო კუჩიმ გვთხოვა, რაიმე ხალხური სიმღერა გვეჩვენებინა. ექსპრომტად “მრავალჟამიერი” შევთავაზეთ. გაოცებულმა და აღფრთოვანებულმა კიდევ მოითხოვა სხვა შედევრები, შევთავაზეთ “შენ ხარ ვენახი”, ოპერიდან “აბესალომ და ეთერი” საზეიმო გუნდი, “აბიო მეფე”… არჩილ ნონიკაშვილი: […]

ასე ჟღერს ჯანსუღ კახიძის “მრავალჟამიერი” ორღანის თანხლებით

მოგისმენიათ ჯანსუღ კახიძის "მრავალჟამიერი" ორღანის თანხლებით?

“მრავალჟამიერი”, “მოვა მაისი”, “მგზავრული”, “წამოკრული”, “ოღონდ შენთან მამყოფინა”, “მთაწმინდის მთვარე”, “ჰერიო ბიჭებო”, “საზამთრო” – ეს ჯანსუღ კახიძის სიმღერების არასრული ჩამონათვალია. “პატარა თუთარჩელამ” მისი ხელმძღვანელის თამარ ბუაძის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში, ქალაქ ლუცერნში ჯანსუღ კახიძის “მრავალჟამიერი” გრანდიოზულ ორღანთან ერთად შეასრულა და ამ არაჩვეულებრივ ნაწარმოებს სულ სხვა ჟღერადობა მიანიჭა.  

“ეს ის მრავალჟიერია, რომელიც ჩაფიქრებული იყო ევროპისათვის მოესმენინებინათ”

"სრული თანადგომა თამრიკო ჭოხონელიძეს!"

თამრიკო ჭოხონელიძემ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისთვის მიძღვნილი კონცერტი გააკრიტიკა. მომღერლის კრიტიკა არაპროფესიონალიზმმა და მარიამ როინიშვილის და ანსამბლ “შავნაბადას” ნომრის დროს მიკროფონების გათიშვამ გამოიწვია. თამრიკო ჭოხონელიძემ ინტერნეტში ჩანაწერი გაავრცელა, სადაც მარიამ როინიშვილი და “შავნაბადა” მარო თარხნიშვილის “მრავალჟამიერის” ვარიანტს ასრულებენ. თამრიკო ჭოხონელიძე: “ეს ის მრავალჟიერია, რომელიც ჩაფიქრებული კი იყო ევროპისათვის მოესმენინებინათ როგორც ერთ-ერთი საგანძური, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, […]