31 მარტი, 2017

“ეს ის მრავალჟიერია, რომელიც ჩაფიქრებული იყო ევროპისათვის მოესმენინებინათ”

თამრიკო ჭოხონელიძემ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისთვის მიძღვნილი კონცერტი გააკრიტიკა. მომღერლის კრიტიკა არაპროფესიონალიზმმა და მარიამ როინიშვილის და ანსამბლ “შავნაბადას” ნომრის დროს მიკროფონების გათიშვამ გამოიწვია.

თამრიკო ჭოხონელიძემ ინტერნეტში ჩანაწერი გაავრცელა, სადაც მარიამ როინიშვილი და “შავნაბადა” მარო თარხნიშვილის “მრავალჟამიერის” ვარიანტს ასრულებენ.

თამრიკო ჭოხონელიძე:

“ეს ის მრავალჟიერია, რომელიც ჩაფიქრებული კი იყო ევროპისათვის მოესმენინებინათ როგორც ერთ-ერთი საგანძური, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, რადგან მარიამის მიკროფონი დასაწყისიდან ბოლომდე გათიშული იყო…

ყველაფერი ხდება, თუმცა კარგი იქნებოდა ევროპისათვის მიმართულ პირველ საზეიმო კონცერტზე ეს არ მომხდარიყო. ეს კი სრული ვერსიაა.”