5 მაისი, 2018

ენიო მორიკონეს ასისტენტმა ქართველი მომღერლები იტალიაში მიიწვია

ენიო მორიკონეს ასისტენტმა ქართველი მომღერლები იტალიაში მიიწვიალეგენდარული კომპოზიტორის ენიო მორიკონეს მუსიკალური ასისტენტი სტეფანო კუჩი იმდენად მოიხიბლა “მრავალჟამიერით”, რომ ქართველი მომღერლები იტალიაში ფესტივალზე მიიწვია.

ფიქრია გვენეტაძე:

“ენიო მორიკონეს მუსიკალურმა ასისტენტმა ბატონმა სტეფანო კუჩიმ გვთხოვა, რაიმე ხალხური სიმღერა გვეჩვენებინა. ექსპრომტად “მრავალჟამიერი” შევთავაზეთ. გაოცებულმა და აღფრთოვანებულმა კიდევ მოითხოვა სხვა შედევრები, შევთავაზეთ “შენ ხარ ვენახი”, ოპერიდან “აბესალომ და ეთერი” საზეიმო გუნდი, “აბიო მეფე”…

არჩილ ნონიკაშვილი:

“მაესტრო კუჩის ვკითხე, თუ ჰქონდა მოსმენილი “მრავალჟამიერი”… იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ აღმოჩნდა, რომ როგორც კი სიმღერა დასრულდა, გუნდი იტალიაში ფესტივალზე მიიწვია. მეამაყება, რომ ასეთი უნიკალური, უნიჭიერესი და განუმეორებელი ხმების გუნდია.”