ხსოვნის საღამო

თეონა ქუმსიაშვილს თსუ-ში გაიხსენებენ

თეონა ქუმსიაშვილი

ტრაგიკულად დაღუპულ მომღერალს თეონა ქუმსიაშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსენებენ. მომღერლის ხსოვნის საღამო 27 იანვარს გაიმართება. პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდება კონცერტი და მასში მომღერლები, ანსამბლები, თეონას მეგობრები და ახლობლები მიიღებენ მონაწილეობას. ხსოვნის საღამოზე შეასრულებენ მსმენელისთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს და წაიკითხავენ მის დაწერილ ლექსებს. თეონა ქუმსიაშვილი 2010 წლის 22 ივლისს ხევსურეთში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლა. მუცოს ხეობაში, […]

შალვა გაწერელიას თეატრალურ უნივერსიტეტში გაიხსენებენ

შალვა გაწერელიას თეატრალურ უნივერსიტეტში გაიხსენებენ

19 იანვარს ცნობილ რეჟისორსა და პედაგოგს შალვა „მუმუშა“ გაწერელიას 84 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შალვა გაწერელიას დაბადების დღისადმი მიღძვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ცნობილი რეჟისორისა და პედაგოგის ცხოვრების აქამდე უცნობი დოკუმენტური მასალა. ასევე, პირველად წაიკითხავენ მისი უბის წიგნაკის ჩანაწერებს და წერილებს. საღამოზე სიტყვით გამოვლენ მისი […]