ინგა ჯახუტაშვილი

ქართველი მომღერლების ფურორი ჩინეთში

ქართველი მომღერლების ფურორი ჩინეთში

ჩინეთში ქართველმა ოპერის მომღერლებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. ინგა ჯახუტაშვილმა, ბაჩო-ოთარ ნაკაშიძემ და გიორგი ჭელიძემ მონაწილეობა მიიღეს ჯუზეპე ვერდის ოპერაში “რიგოლეტო”. დარბაზში შეკრებილმა მსმენელმა ქართველი მომღერლები აპლოდისმენტებით და ბრავოს შეძახილებით დაასაჩუქრა, ქართველებმა კი სცენაზე საქართველოს დროშა ააფრიალეს. ბაჩო ოთარ ნაკაშიძე: “მადლობა უფალს. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს ჩემი დებიუტით რიგოლეტოს პარტიაში!!! დღეს მორიგი ქართული წარმატება შედგა უცხოეთში!! […]

ბიძინა კვერნაძის და ზაქარია ფალიაშვილის მოპარული მუსიკა

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ზაქარია ფალიაშვილი და ბიძინა კვერნაძე თავის ნაწარმოებებს მოპარული მუსიკით ქმნიდნენ? რა თქმა უნდა, არა. მათ შემოქმედებაზე თაობები აღიზარდა და ორივე კომპოზიტორის მუსიკას დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ბათუმის საოპერო დასის მომღერალი ინგა ჯახუტაშვილი ჯაკომო პუჩინის “ტოსკადან” ნაწყვეტს აქვეყნებს წარწერით: “არ გავს კვერნაძის თუთაშხიადან მელოდიას? არადა პუჩინია, ოჰ ტოსკა!! ჰეჰე (ცოტას ვიპარავთ ბევრს არა…)” […]

ლადო ათანელი იუბილეს ზეიმობს

მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ლადო ათანელი წელს სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. “25 წელი პლანეტის წამყვან საოპერო სცენებზე” – ასე ეწოდება მსოფლიო ბარიტონის ლადო ათანელის შემოქმედებით საღამოს, რომელიც ბათუმში 25 მაისს არის დაგეგმილი. ლადო ათანელის იუბილე პონკიელის „ჯოკონდას“ პრემიერით აღინიშნება. ბიზეს ,,კარმენის” წარმატებული პრემიერების შემდეგ, პირველად საქართველოში, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, შესრულდება სცენები პონკიელის […]