Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლადო ათანელი იუბილეს ზეიმობს

1ladoმსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ლადო ათანელი წელს სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. “25 წელი პლანეტის წამყვან საოპერო სცენებზე” – ასე ეწოდება მსოფლიო ბარიტონის ლადო ათანელის შემოქმედებით საღამოს, რომელიც ბათუმში 25 მაისს არის დაგეგმილი.

ლადო ათანელის იუბილე პონკიელის „ჯოკონდას“ პრემიერით აღინიშნება. ბიზეს ,,კარმენის” წარმატებული პრემიერების შემდეგ, პირველად საქართველოში, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, შესრულდება სცენები პონკიელის ოპერიდან ,,ჯოკონდა”.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საოპერო დასის სოლისტები ინგა ჯახუტაშვილი, ირაკლი კახიძე, სულხან ჯაიანი, ლადო ათანელი. ქართველ კოლეგებს იტალიიდან ჯოკონდას პარტიის შემსრულებელი გამოჩენილი სოპრანო ნანა მირიანი ქავთარაშვილი შეუერთდება.

ბათუმის ხელოვნების ცენტრის კაპელას და სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო დავით მუქერია უდირიჟორებს.