ჭდე: ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი

ედმონდ აბაშიძე-მინაშვილის თხოვნა

ედმონდ აბაშიძე-მინაშვილის თხოვნა

მსახიობისა და პროდიუსერის ედმონდ აბაშიძე-მინაშვილის თხოვნა ყველა იმ ადამინისთვისაა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ: “მეგობრებო, ერთი თხოვნა მაქვს… როდესაც დაინახავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსპორტს ჩვენი ჯარისკაცებით, აუწიეთ მათ ხელი, მიესალმეთ, თუ მართავთ მანქანას, მიეცით სიგნალი. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები აფასებენ მათ სამსახურს და მადლობას უხდიან. მათ ეს დაიმსახურეს. იგივე ვრცელდება სხვა გასამხედროვებული ქვედანაყოფების მანქანებზეც, […]

“შინდისის გმირების” პორტრეტული მონუმენტის პირველი ფიგურა ჩამოსხმულია

"შინდისის გმირების" პორტრეტული მონუმენტის პირველი ფიგურა ჩამოსხმულია

მსახიობი და პროდიუსერი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი შინდისის გმირებზე რეჟისორ დიტო ცინცაძესთან ერთად მხატვრულ ფილმს იღებს. ფილმის პრემიერა აგვისტოს ომის 10 წლისთავზე – ამ ზაფხულს უნდა გაიმართოს. ამ ზაფხულს უნდა დასრულდეს შინდისის გმირების მონუმენტიც. 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული შინდისის გმირები მონუმენტში გაცოცხლდებიან, რომლის პირველი ფიგურა უკვე ჩამოსხმულია: “შინდისის გმირების” პორტრეტული მონუმენტის პირველი ფიგურა ჩამოსხმულია… “ჩვენ […]

“პროცესი შეჩერებულია, სამწუხაროდ…”

გორის სოფელ შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლის ველზე დაცემულ 17 ქართველ ვაჟკაცზე რეჟისორი დიტო ცინცაძე ფილმს იღებს. მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე კი ამ გმირების მონუმენტზე მუშაობს. ამ ეტაპზე უსაუხსრობის გამო სამუშაოები შეჩერებულია. ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი, მსახიობი, ფილმის ”შინდისი” პროდიუსერი: “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს, ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული 17 ქართველი მებრძოლის პორტრეტული მონუმენტი, […]

“ეს მხოლოდ საქართველოში ხდება”

რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი საქართველოში პანთეონების პოლიტიკის აქტუალობით შეწუხებულია. როგორც მსახიობი აცხადებს, მთავარი ის კი არ არის, სად დაიკრძალება ადამიანის სხეული, არამედ როგორ იცხოვრა მან, რა სახელი დატოვა და როგორ წარსდგება მისი სული სამსჯავროზე განკითხვის დღეს! ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი: “პანთეონების პოლიტიკა საქართველოში ისევ აქტუალური რჩება, მაგრამ სასაცილოდ აქტუალური, ვფიქრობ რომ მგონი უხერხულია გაუთავებელი კონფლიქტი, საკმარისია […]

“სულის ტკივილი გქონიათ ოდესმე?”

– კითხულობს მსახიობი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი და იმ ტკივილზე საუბრობს, რომელიც მისთვის ყველაზე უმთავრესია: “მე ახლა ვწერ იმას რაც ძალიან მტკივა, მტკივა ტკივილზე უფრო მეტად, სულის ტკივილი გქონიათ ოდესმე? გულის ტკივილზე საშინელებაა მერწმუნეთ, სულ მეფიქრება და მადარდებს… მე, ერთ პატარა იმერულ სოფელში გავიზარდე, ულამაზეს სოფელში, ახლაც მახსოვს ჩემი ბავშვობის დღეები, ჩემი სოფლის შარაგზები, ყველა ქვა და […]

რუსთავის თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს. იგი რუსთაველის თეატრის მსახიობია. მას შემდეგ, რაც რუსთავის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა და სპეციალურმა საბჭომ საუკეთესოდ რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე მიიჩნია, ჯერი ახალი დირექტორის დანიშვნაზე მიდგა. თეატრის დირექტორად რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა კოლეგამ, მსახიობმა ბესო ზანგურმა გაავრცელა.

გია ფერაძის ვარსკვლავი რუსთაველის თეატრთან

მსახიობი გია ფერაძე გამორჩეული ფიგურაა ქართულ თეატრსა და კინოში. წარმატებულ და ნიჭიერ ხელოვანს ცხოვრებაში არ გაუმართლა და პირადმა ტრაგედიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ გია ფერაძესთან დაკავშირებით კამათი დღემდე არ წყდება და ბევრისთვის ის საკუთარი მეუღლის მკვლელია, ქართულ საზოგადოებაში კიდევ შემორჩნენ ადამიანები, ვისაც გია ფერაძე თავისი შეცდომებით გულწრფელად უყვართ. იმდენად გულწრფელად, რომ რუსთაველის თეატრის […]

“ჩვენი ძალა ხელოვნებაშია!”

ჩვენი ძალა ხელოვნებაშია! – ამ განცხადების ავტორი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილია. ის ახალი ინიციატივით გამოდის და სახელმწიფოს კულტურისთვის მეტი ფინანსების გამოყოფისკენ მოუწოდებს. ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი: “კულტური სფეროს მივცეთ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ნახევარი და ყველა ომს მოვიგებთ – ჩვენი ძალა ხელოვნებაშია! ქართველი კაცი მუდამ ბრძოლაში იყო და იმ დიდი გმირების წყალობით ვარსებობთ დღეს, რომლებმაც თავი შესწირეს […]