27 აპრილი, 2017

რუსთავის თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს. იგი რუსთაველის თეატრის მსახიობია.

მას შემდეგ, რაც რუსთავის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა და სპეციალურმა საბჭომ საუკეთესოდ რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე მიიჩნია, ჯერი ახალი დირექტორის დანიშვნაზე მიდგა.

თეატრის დირექტორად რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა კოლეგამ, მსახიობმა ბესო ზანგურმა გაავრცელა.