11 დეკემბერი, 2019

ედმონდ აბაშიძე-მინაშვილის თხოვნა

ედმონდ აბაშიძე-მინაშვილის თხოვნამსახიობისა და პროდიუსერის ედმონდ აბაშიძე-მინაშვილის თხოვნა ყველა იმ ადამინისთვისაა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ:

“მეგობრებო, ერთი თხოვნა მაქვს…

როდესაც დაინახავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსპორტს ჩვენი ჯარისკაცებით, აუწიეთ მათ ხელი, მიესალმეთ, თუ მართავთ მანქანას, მიეცით სიგნალი.

მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები აფასებენ მათ სამსახურს და მადლობას უხდიან.
მათ ეს დაიმსახურეს.

იგივე ვრცელდება სხვა გასამხედროვებული ქვედანაყოფების მანქანებზეც, იმედია, დავამკვიდრებთ ამ ტრადიციას… გთხოვთ გააზიაროთ თუ ეთანხმებით…

ქართველი ერი პატივს სცემს თავის ჯარისკაცებს!

ისინი გმირები არიან!”