დავით მაღრაძე

სასიხარულო ამბავი დავით მაღრაძესთან დაკავშირებით

სასიხარულო ამბავი დავით მაღრაძესთან დაკავშირებით

პოეტ დავით მაღრაძესთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავი ვრცელდება. ქართველი პოეტი იტალიის დედაქალაქ რომში დანტე ალიგიერის საზოგადოებამ ოქროს მედლითა და საპატიო დიპლომით დააჯილდოვა. ჯილდო დავით მაღრაძეს ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების” გენერალურმა მდივანმა ალესანდრო მაზიმ პირადად გადასცა.

გია ყანჩელი: “დარწმუნებული ვარ, საკადრისად განახორციელებენ ჩემს ოცნებას!”

გია ყანჩელი: "დარწმუნებული ვარ, საკადრისად განახორციელებენ ჩემს ოცნებას!"

კომპოზიტორი გია ყანჩელი თავის ოცნებაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ნიკოლოზ რაჭველი და სვიმონ ჯანგულაშვილი მის ოცნებას საკადრისად განახორციელებენ: “თითქმის მივაღწიე 83 წელს. მესმის, რომ ჩემი ქვეყნის გაერთიანებას მე ვერ მოვესწრები. ვფიქრობ, რომ გაერთიანებულ ქვეყანას დაამშვენებდა სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და ამავე დროს ადვილად სამღერი სახელმწიფო ჰიმნი. ჩემი, როგორც მუსიკოსის დამოკიდებულება არსებული ჰიმნის მიმართ, სამწუხაროდ, საკმარისად კრიტიკულია. […]

დავით მაღრაძე იტალიის პრეზიდენტმა დააჯილდოვა

დავით მაღრაძე

ქართველი პოეტი დავით მაღრაძე, რომლის შემოქმედებასაც იტალიელი მკითხველი კარგად იცნობს, იტალიის პრეზიდენტმა დააჯილდოვა. ქართველმა შემოქმედმა განსაკუთრებული ჯილდო მიიღო – საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული კავშირის განმტკიცებისთვის. იტალიის პრეზიდენტმა დავით მაღრაძეს სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა.

დავით მაღრაძე პოლიტიკაში მიდის

დავით მაღრაძის ლექსები ინგლისურად ითარგმნა

ოქტომბერში დანიშნული არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ცნობილი ხდება იმ კანდიდატთა ვინაობა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყრიან კენჭს და პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებენ. ახალ სახეებთან ერთად არჩევნებში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პიროვნებებიც მონაწილეობენ. კანდიდადტთა შორისაა პოეტი დავით მაღრაძე, რომელმაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ის პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან” კენჭს თელავში იყრის.

დავით მაღრაძე იტალიაში დააჯილდოვეს

დავით მაღრაძე კრიტიკოსთა ფოკუსში მოექცა

ქართველი პოეტი დავით მაღრაძე და მისი შემოქმედება კარგად არის ცნობილი იტალიელებისთვის. მისი ახალი ნაწარმოებები ითარგმნება იტალიურად და პრეზენტაციებიც ხშირად ეწყობა. დავით მაღრაძე რომში დააჯილდოვეს. ნობელის პრემიის ნომინანტს ლიტერატურაში სან სალვატირე ინ ლაუროს სამუზეუმო კომპლექსში, დონ ლუიჯი ლიეგროს სახელობის პოეზიის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის სპეციალური პრემია გადაეცა. ქართველმა პოეტმა ეს ჯილდო წიგნისათვის „ექო“ მიიღო, რომელიც გამომცემელი ჯულიანო […]

დავით მაღრაძის იტალიური აღიარება

დავით მაღრაძის იტალიური აღიარება

პოეტი დავით მაღრაძე და მისი შემოქმედება სულ უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. მისი ნაწარმოებები სხვადასხვა ენებზე აქტიურად ითარგმნება. ნობელის პრემიის ნომინანტი ლიტერატურაში არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. მის წარმატებებს იტალიური აღიარებაც დაემატა. რომის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ და ღირშესანიშნავ ციხესიმაგრეში, კასტელ სანტ’ანჯელოში, პაოლინას უნიკალურ დარბაზში, საქართველოს საელჩოსა და იტალიური გამომცემლობა ჯულიანო ლადოლფის ორგანიზებით დათო მაღრაძის პოეზიის კრებულის “ექოს” […]

დავით მაღრაძე კრიტიკოსთა ფოკუსში მოექცა

დავით მაღრაძე კრიტიკოსთა ფოკუსში მოექცა

პოეტი დავით მაღრაძე კრიტიკოსთა ფოკუსში მოექცა. ქართველ შემოქმედს, რომელიც ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში, სპეციალური წიგნი მიუძღვნეს. „დათო მაღრაძის პოეზია, როგორც ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, – ასე უწოდეს იტალიურ გამოცემას, სადაც ქართველი პოეტის შემოქმედების შესახებ რეცენზიები და ლიტერატურის კრიტიკოსების მოსაზრებები გაერთიანდა. საინტერესო რეცენზიები და შეფასებები პოეტზე, მის სამშობლოსა და ფასეულობებზე ერთ წიგნად გამოიცა. კრიტიკოსი […]

დავით მაღრაძის ლექსები ინგლისურად ითარგმნა

დავით მაღრაძის ლექსები ინგლისურად ითარგმნა

ქართველი პოეტის დავით მაღრაძის ლექსები ინგლისურად ითარგმნა და წიგნად გამოიცა. კრებულის გარეკანზე ცნობილმა ფოტოგრაფმა დანიელ ფერონმა იმუშავა. პრეზენტაცია ინგლისში შემოდგომაზე გაიმართება. “ნაფეხურები წყალზე” – ასე ჰქვია კრებულს, რომელშიც პოეტის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი 100-მდე ლექსია გაერთიანებული. ამ კრებულის ქართულენოვანი ვერსია 5 წლის წინ გამოიცა. ლექსების გარდა, კრებულში შეტანილია დავით მაღრაძის ორი პოემაც, მათ შორისაა “ჯაკომო […]