11 აპრილი, 2015

დავით მაღრაძის ლექსები ინგლისურად ითარგმნა

1davit-magradzeქართველი პოეტის დავით მაღრაძის ლექსები ინგლისურად ითარგმნა და წიგნად გამოიცა. კრებულის გარეკანზე ცნობილმა ფოტოგრაფმა დანიელ ფერონმა იმუშავა. პრეზენტაცია ინგლისში შემოდგომაზე გაიმართება.

“ნაფეხურები წყალზე” – ასე ჰქვია კრებულს, რომელშიც პოეტის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი 100-მდე ლექსია გაერთიანებული. ამ კრებულის ქართულენოვანი ვერსია 5 წლის წინ გამოიცა.

ლექსების გარდა, კრებულში შეტანილია დავით მაღრაძის ორი პოემაც, მათ შორისაა “ჯაკომო პონტი”, რომელმაც პოეტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ეს პოემა თანამედროვე ქართული პოეტური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად არის აღიარებული.