ქართველი პოეტი დავით მაღრაძე, რომლის შემოქმედებასაც იტალიელი მკითხველი კარგად იცნობს, იტალიის პრეზიდენტმა დააჯილდოვა.
ქართველმა შემოქმედმა განსაკუთრებული ჯილდო მიიღო – საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული კავშირის განმტკიცებისთვის.
იტალიის პრეზიდენტმა დავით მაღრაძეს სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა.