Tag: ავთო აბესლამიძე

ავთო აბესლამიძე ფრანგულ “ვოისში”

ავთო აბესლამიძე ფრანგულ "ვოისში"

“იქს ფაქტორის” გამარჯვებულმა ავთო აბესლამიძემ თავის ერთგულ მსმენელს სასიამოვნო სიახლე მოუმზადა. სულ მალე მომღერალი ფრანგულ “ვოისში” გამოჩნდება და თავის მუსიკალურ შესაძლებლობებს მთელ ევროპას გააცნობს. ავთო არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ქართული “იქს ფაქტორის” მოგების გარდა, მან გამარჯვება მოიპოვა აჭარის ტელევიზიის გადაცემაში “დილის ტალღა”, ნახევარფინალისტია “იმედის” გადაცემისა “ნუცას სკოლა”, პირველი ადგილი დაიკავა ბულგარეთში სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე, ხოლო […]

ავთო აბესლამიძემ ოქროს პალმა მოიგო

ავთო აბესლამიძემ ოქროს პალმა მოიგო

მომღერალმა ავთო აბესლამიძემ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე Golden Palm Awards 2019 მთავარი პრიზი “ოქროს პალმა” მოიგო. ავთო აბესლამიძე სიმღერით და კლიპით “MOON LIGHT” წარდგენილი იყო თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუსიკალურ დაჯილდოვებაზე “Golden Palm Awards”-ზე ნომინაციაში “წლის საუკეთესო ჰიტი”. დაჯილდოების ცერემონიალი თურქეთში გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში გამოავლინეს.

ავთო აბესლამიძე ყველაზე დიდ მუსიკალურ დაჯილდოვებაზე

ავთო აბესლამიძე ყველაზე დიდ მუსიკალურ დაჯილდოვებაზე

მუსიკალური შოუს “იქს ფაქტორის” გამარჯვებული ავთო აბესლამიძე ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუსიკალურ დაჯილდოვებაზეა წარდგენილი: “ჩემი სიმღერა და კლიპი “MOONLIGHT” წარდგენილია თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუსიკალურ დაჯილდოვებაზე GOLDEN PALM AWARDS-ზე ნომინაციით “წლის საუკეთესო ჰიტი”. ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, ამ პრიზს საქართველოში ჩამოვიტან.”

ავთო აბესლამიძემ ყაზახური ვოისის გრანპრი მოიგო

ავთო აბესლამიძემ ყაზახური ვოისის გრანპრი მოიგო

ქართული “იქს ფაქტორის” გამარჯვებულმა ავთო აბესლამიძემ ყაზახური ვოისის გრანპრი მოიგო. კონკურსში 20 ქვეყნის მომღერალი მონაწილეობდა. ქართველმა მომღერალმა პირველობა არავის დაუთმო და 131 ქულით ვოისის გამარჯვებული გახდა. ავთო აბესლამიძეს ყაზახური ვოისის მთავარ პრიზთან ერთად სოლიდური ფულადი პრემიაც გადაეცა.

მიშო სულუხია: “სიამაყით მინდა წარმოგიდგინოთ”

მიშო სულუხიას სცენაზე დენმა დაარტყა

საახალწლოდ მომღერალმა მიშო სულუხიამ თავის ერთგულ მსმენელს სასიამოვნო საჩუქარი მოუმზადა. გიგი ადამაშვილთან, ავთო აბესლამიძესთან, სანდრო კურცხალიძესთან და გიორგი ნაკაშიძესთან ერთად ცნობილი ჰიტი “Hallelujah” ჩაწერა. მიშო სულუხია: “სიამაყით მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი შექმნილი ვერსია ამ კეთილი და საყვარელი სიმღერის, რომელიც 5-მა უმაგრესმა ბიჭმა სრულყოფილი გახადა. მას ახალი წლის ღამეს რუსთავი 2-ის ეთერში იხილავთ.”

ავთო აბესლამიძეს ბათუმობაზე არ ამღერებენ

“იქს ფაქტორის” გამარჯვებულს ავთო აბესლამიძეს ბათუმობის დღესასწაულზე არ ამღერებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ავთო აბესლამიძე თავად ავრცელებს: “ბათუმში, ბათუმობაზე, თან ბათუმელი მომღერალი არ ვმღერი. საინტერესოა, რატომ?! ბათუმის მერია ბრავო!” ბათუმობა წელს 2-3 სექტემბერს გაიმართება. გალა კონცერტი ევროპის მოედანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ნოდიკო ტატიშვილი, ჯგუფი „ურსა“, სოფო ხალვაში, დათუნა მგელაძე, თამთა ჭელიძე, ნიკო ბერიძე, ზვიად ბოლქვაძე, ჯგუფი […]

“იქს ფაქტორი” ავთო აბესლამიძემ მოიგო

“იქს ფაქტორის” სამთვიანი მარათონი დასრულდა. პროექტის მესამე სეზონის გამარჯვებული ბათუმელი ავთო აბესლამიძე გახდა. ფინალურ შოუში რეკორდული რაოდენობა 244.136 ზარი დაფიქრისდა. აქედან 49.85 პროცენტით გამარჯვება ბათუმელმა კონკურსანტმა მოიპოვა. ფინალში მაყურებლის და ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებისთვის იბრძოდნენ გიგი ადამაშვილი, ცირა კობიაშვილი, ავთო აბესლამიძე და Dream Girls. ფინალურ შოუში პროექტის მხარდამჭერებმა კონკურსანტებს სხვადასხვა სოლიდური პრიზები გადასცეს. გამარჯვებულმა კი ვაკეში […]