29 აპრილი, 2020

ავთო აბესლამიძე ფრანგულ “ვოისში”

ავთო აბესლამიძე ფრანგულ "ვოისში"“იქს ფაქტორის” გამარჯვებულმა ავთო აბესლამიძემ თავის ერთგულ მსმენელს სასიამოვნო სიახლე მოუმზადა.

სულ მალე მომღერალი ფრანგულ “ვოისში” გამოჩნდება და თავის მუსიკალურ შესაძლებლობებს მთელ ევროპას გააცნობს.

ავთო არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ქართული “იქს ფაქტორის” მოგების გარდა, მან გამარჯვება მოიპოვა აჭარის ტელევიზიის გადაცემაში “დილის ტალღა”, ნახევარფინალისტია “იმედის” გადაცემისა “ნუცას სკოლა”, პირველი ადგილი დაიკავა ბულგარეთში სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე, ხოლო გრანპრი დაიმსახურა რუსეთში, გერმანიასა და ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსებზე.

ავთო აბესლამიძე ფრანგულ "ვოისში"