26 მარტი, 2019

ავთო აბესლამიძემ ოქროს პალმა მოიგო

ავთო აბესლამიძემ ოქროს პალმა მოიგომომღერალმა ავთო აბესლამიძემ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე Golden Palm Awards 2019 მთავარი პრიზი “ოქროს პალმა” მოიგო.

ავთო აბესლამიძე სიმღერით და კლიპით “MOON LIGHT” წარდგენილი იყო თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუსიკალურ დაჯილდოვებაზე “Golden Palm Awards”-ზე ნომინაციაში “წლის საუკეთესო ჰიტი”.

დაჯილდოების ცერემონიალი თურქეთში გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში გამოავლინეს.