ჭდე: რწყილი და ჭიანჭველა

“რწყილი და ჭიანჭველა” იაპონურად

რწყილი და ჭიანჭველა

გინახავთ ან მოგისმენიათ ზღაპარი “რწყილი და ჭიანჭველა” იაპონურად? ამის შესაძლებლობა 16-დან 26 თებერვლამდე იაპონიაში გამართულ საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას ექნება. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გასტროლით იაპონიაში მიიწვიეს. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა” ნაგოიასა და ტოკიოში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ასოციაციის „ასიტეჟი აზიის“ ეგიდით […]

თოჯინებისა და მსახიობების სინთეზი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

მოზარდ მაყურებელთა თეატრი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სულ პატარა მაყურებელს „რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერას უმზადებს. ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშის ინსცენირების ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. პატარა მაყურებლს რწყილისა და ჭიანჭველას თავგანწირული მეგობრობის ამბავს თოჯინებთან ერთად მსახიობები მოუყვებიან. მსახიობებისა და თოჯინების სინთეზს კიდევ უფრო გაამდიდრებს სპექტაკლში გამოყენებული ქართული ფოლკლორი, ცეკვები და ქალაქური სიმღერები. სპექტაკლს ორი რეჟისორი ჰყავს – დიმიტრი […]