5 სექტემბერი, 2018

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უკრაინაში მიიწვიეს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უკრაინაში მიიწვიესნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი უკრაინაში მიიწვიეს.

ახალი თეატრალური სეზონის გახსნამდე მოზარდელები უკრაინას გასტროლით ეწვევიან.

8-13 სექტემბერს ქალაქ კიევში თოჯინური სპექტაკლების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

9 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას ერთობლივ სპექტაკლს, „რწყილი და ჭიანჭველა“ ითამაშებენ.