მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გასტროლით ბელორუსს ეწვევა.
მინსკის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში 27-დან 29 სექტემბრის ჩათვლით ქართული დასი 2 სპექტაკლს წარმოადგენს – დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას „რწყილი და ჭიანჭველას“ და დიმიტრი ხვთისიაშვილის მონო-სპექტაკლს „ღამე და თუთიყუში“.
გასტროლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
5-7 ოქტომბერს კი მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი თბილისს ეწვევა. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ჩექმებიანი კატა“, რუსულ ენაზე.
ეს არის ძველი ზღაპარი თანამედროვე ბავშვებისთვის. 5 ოქტომბერს სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება, 6 და 7 ოქტომბერს კი 12 და 15 საათებზე.