ქართული ფილმები

საუკეთესო ვიდეო ქართული ფილმებით

საუკეთესო ვიდეო ქართული ფილმებით

ქართული მხატვრული ფილმების კოლაჟით ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის მეექვსე კლასელებმა და მათმა პედაგოგმა მაია ჯავაშვილმა საუკეთესო ვიდეო შექმნეს და კორონავირუსის პანდემიას მიუძღვნეს: “მე-6(3) კლასის მოსწავლეთა ნამუშევრები კორონავირუსის პანდემიაზე „იმ დროს, როცა ჩაკეტილები დაზაფრულები მივჩერებივართ ტელევიზორებს… იმ დროს, როცა გაზაფხული უჩვენოდ დახეტიალობს ცარიელ ქუჩებში… იმ დროს, როცა ურთულესი სიტუაციაა, დავინტერესდი თუ რას ფიქრობდნენ […]

ბრაზილიაში ქართული ფილმების ჩვენება მოეწყო

ვერიკო ანჯაფარიძე თენგიზ აბულაძეზე: "ეგ წუწურაქი ეგა!"

ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში ქართული ფილმების ჩვენება გაიმართა. ორი კვირის განმავლობაში ბრაზილიის მეტროპოლისში კულტურის ცენტრი ქართულ კინემატოგრაფიას აცნობდა საზოგადოებას. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, შეირჩა როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე ფილმები. 15 იანვარს გაიმართა შეხვედრა მაყურებელთან. ორი საათი გრძელდებოდა შეხვედრა, გამოიკვეთა დიდი ინტერესი „მონანიების“, ასევე „ჩემი ბებიას“, „გაღმა ნაპირის“ მიმართ. ქართული კინოს დღეების ჩატარება მარტში რიო-დეჟანეიროშიც იგეგმება.