8 მაისი, 2020

საუკეთესო ვიდეო ქართული ფილმებით

საუკეთესო ვიდეო ქართული ფილმებითქართული მხატვრული ფილმების კოლაჟით ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის მეექვსე კლასელებმა და მათმა პედაგოგმა მაია ჯავაშვილმა საუკეთესო ვიდეო შექმნეს და კორონავირუსის პანდემიას მიუძღვნეს:

“მე-6(3) კლასის მოსწავლეთა ნამუშევრები კორონავირუსის პანდემიაზე

„იმ დროს, როცა ჩაკეტილები დაზაფრულები მივჩერებივართ ტელევიზორებს…

იმ დროს, როცა გაზაფხული უჩვენოდ დახეტიალობს ცარიელ ქუჩებში…

იმ დროს, როცა ურთულესი სიტუაციაა, დავინტერესდი თუ რას ფიქრობდნენ ჩემი მოსწავლეები…

გადავწყვიტეთ, შევთანხმდით, შევასრულეთ, გაგიზიარეთ.

მინდა გითხრათ სიმართლე – მათ იუმორით გაზავებულმა დამოკიდებულებამ პირველად დამანახა სინათლე გვირაბის ბოლოს. მართლა დავიჯერე – ყველაფერი კარგად იქნება!“