ჭდე: პირველი

Snoop Dogg-ი ბაბუა გახდა

43 წლის ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი Snoop Dogg-ი ბაბუა გახდა. მას შვილიშვილი 21 წლის ბიჭმა კორდი ბროადუსმა აჩუქა. პატარა ბიჭუნას მშობლებმა ზაიონი დაარქვეს. ინფორმაცია პირველი შვილიშვილის დაბადებასთან დაკავშირებით რეპერმა იმავე დღეს გაავრცელა. მომღერალმა თავის მიკრობლოგზე რამდენიმე ფოტო გაავრცელა და მიაწერა: “ამაყი ბაბუა. ჩემმა შვილმა პირველი შვილიშვილი ზაიონი მაჩუქა. მადლობა ღმერთს.”  

ჯორჯ კლუნი მამა გახდება

53 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი მამა გახდება. მისი 36 წლის მეუღლე ამალ ალამუდინი ორსულადაა. როგორც წყვილთან დაახლოებულმა პირმა უცხოურ გამოცემებს განუცხადა, მსახიობის მეუღლე თაფლობის თვეშივე დაორსულდა და ამ ამბით ძალიან აღელვებულია: “მათ ძალიან უნდოდათ, რაც შეიძლება მალე გამხდარიყვნენ მშობლები. ამალის ორსულობა მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საქორწილო საჩუქარია. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა… ამალიც და ჯორჯიც […]