26 დეკემბერი, 2014

ჯორჯ კლუნი მამა გახდება

jorj353 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი მამა გახდება. მისი 36 წლის მეუღლე ამალ ალამუდინი ორსულადაა. როგორც წყვილთან დაახლოებულმა პირმა უცხოურ გამოცემებს განუცხადა, მსახიობის მეუღლე თაფლობის თვეშივე დაორსულდა და ამ ამბით ძალიან აღელვებულია:

“მათ ძალიან უნდოდათ, რაც შეიძლება მალე გამხდარიყვნენ მშობლები. ამალის ორსულობა მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საქორწილო საჩუქარია. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა… ამალიც და ჯორჯიც ძალიან აღელვებულები და თან უზომოდ ბედნიერები არიან.”

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წყვილს ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბიჭუნას შვილად აყვანა სურდა, თუმცა ამ სასიამოვნო სიახლის გამო, ეს საკითხი მომავლისთვის იქნა გადატანილი.