ჭდე: ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ეტაპი დასრულებულია

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის რეგიონული, შესარჩევი ტურის პირველი ეტაპი დასრულებულია. ფესტივალი ჩატარდა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. ყოველ რეგიონში ფოლკლორის ყველა დარგი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო: ქართული საეკლესიო გალობის გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ხალხური მთქმელები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები.როგორც ყოველთვის, მრავალფეროვნებითა და მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა სამუსიკო […]

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი თელავში გაიხსნება

4 ივნისს თელავის სახელმწიფო თეატრში საზეიმოდ გაიხსნება საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ,საქართველოს ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”, ,,რუსთავი”, ,,ერისიონი”, ,,ბასიანი”, ,,წინანდალი”, პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარიძე. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ხალხური სიმღერა და ცეკვა, საკრავიერი მუსიკა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორი. ფესტივალი მოიცავს […]

საქართველოში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი იწყება

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი“ მთელ საქართველოში ჩატარდება. ფესტივალი მაისის ბოლოს დაიწყება. საზეიმო გახსნა დაგეგმილია კახეთში. ღონისძიებები გაგრძელდება ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, სამცხე ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, ზემო სვანეთში, იმერეთში და დასრულდება თბილისში. ფესტივალი მოიცავს ქართული ტრადიციული ხელოვნების ისეთ დარგებს, როგორიცაა ხალხური სიმღერა, ტრადიციული […]