ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ეტაპი დასრულებულია

1erovnuli-festivaliსაქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის რეგიონული, შესარჩევი ტურის პირველი ეტაპი დასრულებულია. ფესტივალი ჩატარდა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.

ყოველ რეგიონში ფოლკლორის ყველა დარგი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო: ქართული საეკლესიო გალობის გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ხალხური მთქმელები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები.როგორც ყოველთვის, მრავალფეროვნებითა და მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა სამუსიკო ფოლკლორი, საეკლესიო გალობა და საოჯახო ანსამბლები (დაახლოებით 150-მდე ანსამბლი და ინდივიდუალური შემსრულებელი), ზეპირსიტყვიერება (73 მმთქმელი), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (240-მდე ოსტატი). შედარებით მოკრძალებული შედეგი იყო ქორეოგრაფიაში (15 ანსამბლი, ერთი საოჯახო დუეტი და ბავშვთა ორი ანსამბლი კონკურსგარეშე).

გურიის, იმერეთის, აჭარის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების ტურები სექტემბრიდან განახლდება.