მუსიკალური ფესტივალი თელავში

საქართველოს სინფონიეტა იუბილეს თელავის მუსიკალურ ფესტივალზე აღნიშნავს

საქართველოს სინფონიეტა იუბილეს თელავის მუსიკალურ ფესტივალზე აღნიშნავს

საქართველოს სინფონიეტა დაარსებიდან 10 წლის იუბილეს თელავის მუსიკალურ ფესტივალზე აღნიშნავს. გერმანიაში წარმატებული გასტროლის შემდეგ, 11 ოქტომბერს 19 საათზე თელავის დრამატულ თეატრში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს. საიუბილეო საღამოზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „სინფონიეტა – 10“. საკონცერტო პროგრამის ფარგლებში კი შესრულდება ვივალდის უვერტიურა „ოლიმპიადა“ RV 725 და პიაცოლას „წელიწადის […]

კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს კონცერტი მიეძღვნება

კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს კონცერტი მიეძღვნება

12 ოქტომბერს 19 საათზე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თელავში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება. კონცერტს პროფესორი რევაზ თავაძე გაუძღვება და მასში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.

მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე თელავის მუსიკალურ ფესტივალზე

მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე თელავის მუსიკალურ ფესტივალზე

მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე კოლია ბლახერი საქართველოში ჩამოვა და თელავში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე კონცერტებს გამართავს. 5 ოქტომბერს, ვენის კონცერტჰაუსის შემდეგ, კოლია ბლახერის დატვირთულ საკონცერტო განრიგში საპატიო ადგილზე თელავის ფესტივალია. მუსიკოსი სტრადივარიუსის ვიოლინოზე უკრავს, რომელიც 1730 წელს არის დამზადებული და ქალბატონ კიმიკო პაუერსს ეკუთვნის. სწორედ კოლია ბლახერი გახსნის წელს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში. 9 ოქტომბერს ქართველი მსმენელისთვის მევიოლინე […]