10 ოქტომბერი, 2018

საქართველოს სინფონიეტა იუბილეს თელავის მუსიკალურ ფესტივალზე აღნიშნავს

საქართველოს სინფონიეტა იუბილეს თელავის მუსიკალურ ფესტივალზე აღნიშნავსსაქართველოს სინფონიეტა დაარსებიდან 10 წლის იუბილეს თელავის მუსიკალურ ფესტივალზე აღნიშნავს.

გერმანიაში წარმატებული გასტროლის შემდეგ, 11 ოქტომბერს 19 საათზე თელავის დრამატულ თეატრში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს.

საიუბილეო საღამოზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „სინფონიეტა – 10“. საკონცერტო პროგრამის ფარგლებში კი შესრულდება ვივალდის უვერტიურა „ოლიმპიადა“ RV 725 და პიაცოლას „წელიწადის დრონი“.

ფესტივალს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.