მარინა ივანიშვილი

მარინა ივანიშვილის ჯადოსნური შემოქმედება

მარინა ივანიშვილის ჯადოსნური შემოქმედება

მოქანდაკის, გრაფიკოსისა და ხატმწერის მარინა ივანიშვილის კატალოგის პრეზენტაცია 15 მაისს, 19 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიმართება. ალბომი მეტ-ნაკლები სისრულით ასახავს მარინა ივანიშვილის შემოქმედებით გზას, გზას რომელსაც სიტყვები არ სჭირდება. გრძელი ლამაზი თითები, გამჭოლი მზერა, რომელიც გგონია რომ თითქოს ყველაფერს ხედავს – ეს მარინა ივანიშვილია. მისმა მემკვიდრეობამ საეტაპო როლი ითამაშა თანამედროვე ქართული კულტურის ისტორიაში. ის უხმაურო ადამიანია, […]

მარინა ივანიშვილი ხელოვნების სასახლეში გამოფენას გამართავს

მარინა ივანიშვილი ხელოვნების სასახლეში გამოფენას გამართავს

2 აპრილს 19 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში მოქანდაკე, გრაფიკოსი და ხატმწერი მარინა ივანიშვილი პერსონალურ გამოფენას გამართავს. მარინა ივანიშვილმა 1970-1976 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. მას ჰქონდა 22-მდე ჯგუფური და 3 პერსონალური გამოფენა: 1999 წელს – გალერეაში “ორიენტი”, თბილისი, საქართველო; 1997 წელს – ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკაში, თბილისი, საქართველო (ექსპოზიცია საჩუქრად გადაეცა […]