ევროვიზია 2017

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული რეანიმაციაშია

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული რეანიმაციაშია

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული პორტუგალიელი მომღერალი სალვადორ სობრალი რეანიმაციაშია. პორტუგალიური გამოცემების ინფორმაციით, მომღერალი სპეციალურ აპარატზეა შეერთებული. 27 წლის სალვადორს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სალვადორი იძულებული გახდა, დაგეგმილი კონცერტები გაეუქმებინა.

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის შედეგები ცნობილია

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის შედეგები ცნობილია

უკრაინის დედაქალაქ კიევში “ევროვიზია 2017”-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. რიგით 62-ე ევროფესტივალში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოს წარმომადგენელმა თამარა გაჩეჩილაძემ მეორე ნომრად იმღერა. სიმღერა Keep the Faith ანრი ჯოხაძემ დაწერა, ტექსტი კი თამარა გაჩეჩილაძეს ეკუთვნის. ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში 17 ქვეყანა მონაწილეობდა – შვედეთი, საქართველო, ავსტრალია, ალბანეთი, ბელგია, მონტენეგრო, ფინეთი, აზერბაიჯანი, პორტუგალია, საბერძნეთი, პოლონეთი, მოლდოვა, ისლანდია, ჩეხეთის […]

ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსი კიდევ ერთმა კონკურსანტმა დატოვა

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია

“ევროვიზია 2017”-სთვის საქართველოში გამოცხადებულ შიდაშესარჩევ ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 28 კონკურსანტმა გამოთქვა. საკონკურსო სიმღერების გამოქვეყნებამდე კონკურსი ანი კეკუამ და ანჩო დოლიძემ დატოვეს. მათ კი დღეს კიდევ ერთი კონკურსანტი ნათია ბიძინაშვილიც შეუერთდა. “ევროვიზია 2017”-ზე საქართველოს წარსადგენად 25 კონკურსანტი იბრძოლებს. ევროფესტივალს უკრაინის დედაქალაქი კიევი უმასპინძლებს.